|
2016-06-24 15:19:31, 1368 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის დატოვების საკითხზე, შესაძლოა რეფერენდუმი ჩრდილოეთ ირლანდიაშიც ჩატარდეს
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალმა ჩრდილოეთ ირლანდიამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიის მმართველი პარტიის „შინ ფეინის“ თავმჯდომარემ დეკლან კირნიმ განაცხადა. „რეფერენდუმის შედეგები ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიტიკურ ლანდშაპტს მთლიანად ცვლის და ჩვენ დავიწყებთ რეფერენდუმისთვის მზადებას, რომლითაც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გავალთ და ირლანდიას შევუერთდებით“, - განაცხადა კირნიმ. მისივე თქმით, რეფერენდუმის შედეგები ბრიტანეთის მთავრობას უფლებას ართმევს, გაატაროს ჩრდილოეთ ირლანდიის ინტერესები იმ პირობებში, როდესაც მის მოსახლეობას ევროკავშირში დარჩენა სურდა. პოლიტიკოსის ინფრომაციით, ევროკავშირში დარჩენას ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის 56% უჭერდა მხარს. თავის მხრივ, შოტლანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექს სალმონდმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობა შოტლანდიამაც უნდა დატოვოს, რადგან შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობას, ასევე ევროკავშირში დარჩენა სურს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა და მაშინ უმრავლესობას დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა სურდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)