|
2015-03-01 11:47:55, 481 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
1-დან - 7 მარტის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტია დაგეგმილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ გუშინდელ პრესკონფერენციაზე პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძე განაცხადა. მისივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აგრეთვე ამერიკის წამყვან კვლევით ცენტრებთან და მედიის წარმომადგენლებთან. "შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, დემოკრატიული განვითარება, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და აღნიშნული ვიზიტი ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)