19:11 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 12:44:04, 569 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის  სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.   

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოხდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის,  სატუმბი სადგურისა და რეზერვუარების მშენებლობა. ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების  მაგისტრალური მილსადენი.

ცნობისთვის, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას  ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ზუგდიდის მაცხოვრებლები 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. 

ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 88 მლნ ლარზე მეტია 2018 წელს დასრულდება. სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი დასაქმდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics