20:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 15:22:38, 729 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. საპარლამენტო უმცირესობამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.  

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის თქმით, სანამ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისა და დამკვეთების გამოვლენა არ მოხდება, იქამდე უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმში იქნება.

„ვხედავთ რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება კორცხელის ინციდენტზე, ვხედავთ, რომ ვერ აცნობიერებენ, რომ მთელი საქართველო ხედავს, რომ დამნაშავე არის ხელისუფლებაში, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას ეუბნება არჩევნებზე არას, და ამ არჩევანის წართმევა უნდათ, ვერ აცნობიერებენ, რომ 4 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს ხალხისთვის და ახლა უნდათ იძალადონ ხალხის არჩევანზე. სანამ არ იქნება დამნაშავე დადგენილი, სანამ არ იქნება დამკვეთი დადგენილი, ასევე არ იქნება დადგენილი ადამიანები, ვინც იძალადეს იმ დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ დარბაზში. ეს იქნება ჩვენი ბოიკოტი,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი გოკა გაბაშვილი კი აცხადებს, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს.

 „ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია გახდა მძევალი ივანიშვილის და, ფაქტობრივად, ძალადობის თანაორგანიზატორი, პასიური დამკვირვებელი ზოგ შემთხვევაში, პრკურატურა არის მონურ მდოგმარეობაში და ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ასეთივე მდგომარეობაში არიან მინისტრები, მონურ მდგომარეობაში არის პრემიერმინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენი ამოცანა არ არის ვითამაშოთ ინსტიტუტობანა, როცა ინსტიტუტები ჩამოშლილია,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics