|
2016-04-28 14:09:49, 596 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირების თავმჯდომარე: საქართველოში დღეს ადამიანს არ აქვს განცდა, რომ სამუშაოზე წასული, სახლში მშვიდობით დაბრუნდება
სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროფკავშირები რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან რეალური, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. მათი თქმით, ინსპექციამ სამუშაო ადგილზე შრომის, დაცვისა და სამართლიანი პირობების შესრულება უნდა გააკონტროლოს. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლის პეტრიაშვილის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ სამუშაოზე წასული, სახლში მშვიდობით დაბრუნდება. "ჩვენი მოთხოვნებია, პრევენცია იმ სიხარბისა და ველური კაპიტალიზმისა, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც ხალხი წყვილ-წყვილად იღუპება საწარმოებში, მშენებლობებზე.მხოლოდ და მხოლოდ სიხარბის გამო, მათ დამსაქმებელთა სიხარბის გამო, ხელისუფლების უგულობის გამო არიან გარდაცვლილები, რათა არ შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, არ მოხდა რეალურად იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც მათ სიცოცხლეს გადაარჩენდა. ადამიანს 21-ე საუკუნეში უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ სამუშაოზე როცა მიდიხარ, უკან უნდა ბრუნდებოდე სახლში მშვიდობით. ეს განცდა საქართველოში არ არსებობს. წლის განმავლობაში 50-მდე გარდაცვლილი ადამიანი გვყავს და ამ ფონზე ჩვენ არ გვაქვს რეალური შრომის ინსპექცია. ეს პროფკავშირების მონაცემებია, რომელიც მინიმუმ 3-ზეა გასამრავლებელი. ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, აბსოლუტურად სხვა აზრზეა პროფკავშირებთან ერთად, ხოლო ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ ვიმყოფებით, გახლავთ სინგაპური, ბურკინა-ფასო და.ა.შ.", - განუცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა "ექსპრესნიუსს". აქციის მონაწილეება პარლამენტის შენობიდან ქაშუეთის ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინება.
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)