|
2026-06-19 08:59:19, 5041 ნახვა
ომი უკრაინაში
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინი) შეხვედრაზე მოკავშირეებმა ახალი დახმარების პაკეტების შესახებ გახდა ცნობილი - ამის შესახებ ფედოროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. „ასევე, დღეს გამოცხადდა დახმარების პაკეტი შორი დისტანციის არტილერიისთვის - შორი დისტანციის არტილერიისთვის, 30 კილომეტრზე მეტი მოქმედების დიაპაზონით“. ფედოროვის თქმით, შეხვედრის შედეგები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, მაგრამ უკრაინისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება უკვე ცნობილია. „დღეს ასევე გაკეთდა განცხადებები უკრაინული დრონებისა და უკრაინული რაკეტების მხარდაჭერის შესახებ. მხოლოდ ნიდერლანდებმა გამოაცხადა დახმარება რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების, დაახლოებით 700 ფრთოსანი რაკეტის სახით. სრულ შედეგს რამდენიმე საათში გავიგებთ, რადგან დღეს მართლაც ბევრი სხვადასხვა განცხადება იყო, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ ეს დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს“. - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)