10:36 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 21:36:15, 552 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  N 8  პენიტენციურ დაწესებულებას მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ და პოეზიის საღამო გამართეს.

შეხვედრაზე მწერლებმა ია სულებერიძემ და ბადრი ქუთათელაძემ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაზე მსჯავრდებულებმა/ბრალდებულებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებაც ისაუბრეს.

 „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო.  ეს იყო კონტაქტი პოეტებს  შორის. აქ რამდენიმე ლექსი მოვისმინე, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე  შესრულდა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ  ლექსები როგორც  კოლეგებმა.“ -განაცხადა  ია სულაბერიძემ.

მსჯავრდებულებმა მწერალთა კავშირის წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს რომ მსგავსი შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანია.

„დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. მოვისმინე ძალიან ნიჭიერი ხალხის მიერ დაწერილი საინტერესო ლექსები.  ადამიანი, რომელიც ჩაკეტილია ერთ სივრცეში, ფიქრისთვის უფრო მეტი დრო ეძლევა. აქედან გამომდინარე ის თავის დასკვნებს წერს ფურცელზე და გადმოაქვს ლექსის, მოთხრობის  სახით“ -  განაცხადა მსჯავრდებულმა.

შეხვედრის ბოლოს მწერალთა კავშირის წევრებმა ია სულაბერიძემ და ბადრი ქუთათელაძემ დაწესებულების ბიბლიოთეკას საავტორო წიგნები გადასცეს.

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში, ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics