2016-04-26 15:30:19, 573 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს თვითმმართველობა და მათი მხარდამჭერები ფილარმონიასთან უკვე შეიკრიბნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა და მათი მხარდამჭერები ფილარმონიის შენობასთნ უკვე შეიკრიბნენ.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" რეპორტიორი ადგილიდან იუწყება.
მათი ძირითადი მოთხოვნა, მთავრობის მიერ დაანონსებულ რეფორმებში მონაწილეობის მიღებაა.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, როდესაც საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე და მასში "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ, უსამართლოა, უნივერსიტეტის თვითმმართველობამ აღნიშნულ რეფორმებში მონაწილეობა არ მიიღოს.
აქციას მსვლელობის სახე მიეცემა. თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივლენ. აქციაში დაახლოებით, 100-მდე სტუდენტი მონაწილეობს. მსვლელობას სხვა და სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები შეუერთდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან