17:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 20:45:27, 652 ნახვა

საზოგადოება
შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა

შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა, - ამის შესახებ „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისათვის” ამზადებდა და გადიოდა ეთერში, ვაცხადებთ, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს", - ნათქვამია "ტელეიმედის" განცხადებაში. 

ცნობისთვის, შპს „აკორდი“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „ილო ბეროშვილის შოუს“, პროექტს „ერთხელ საქართველოში“, ახალ სერიალს „2 გოგო“ ამზადებდა და ასევე, გადაცემა „პოლიტიკაში“ შალვა რამიშვილის მონაწილეობას უზრუნველყოფდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics