|
2026-06-18 17:07:58, 2952 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელმა დირექტორმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სანქცირებული, პროპაგანდისტული TV იმედის წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე ისაუბრა. "ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ტელეკომპანიის და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოსდა ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ. იმედის წინააღმდეგ შეტანილი სასჯელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე. ეს სარჩელი შევიტანე არა მხოლოდ, როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ, როგორც ორი შვილის დედამ და ამ ქვეყნის მოქალაქემ", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)