18:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 17:16:15, 309 ნახვა

სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე დაფუძნებულ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს.

სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ენმ-ს პირველადი სახალხო ორგანიზაციის სახე უნდა დაუბრუნდეს. 

 

მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. 

ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტების შემქმნელი ენმ არის მრავალი ათასი გულანთებული, გონიერი, პატრიოტი ქართველის პარტია. ორგანიზაცია რომელსაც უამრავმა ადამიანმა დაუკავშირა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ერთგულ იდეალისტურ ადამიანებს განსაკუთრებული მოფრთხილება და მათი წვლილის დაფასება სჭირდება. 

პარტიის განახლების მთავარი ამოცანაა დავიბრუნოთ პირველადი ღრმად სახალხო ორგანიზაციის სახე. ყველას დავანახოთ რომ ჩვენ ვართ ყველა ქართველის (როგორც ეთნიკური, ასევე ყველა სხვა საქართველოს მოქალაქის) გაერთიანება და არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება.

ჩემი, ლევანის სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. პირადად  მე ნანუკას 25 წელია ვიცნობ. მას არასდროს უღალატია იდეისთვის. ყოველთვის გამოირჩეოდა სახალხოობით და სიმართლისთვის ბრძოლით, უკიდურესი სიმამაცით და ინოვაციურობით. აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ და რაც მნიშვნელოვანია აქვს ძალიან სწორი იდეები ფუნდამენტური განახლებებისთვის.

ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი. ჩვენს მრავალრიცხოვან  წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად.

პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა.

ამ ყველაფერში ნანუკას და ყველა ჩვენგანს დაგვჭირდება თქვენი დახმარება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენ ვაფასებთ ერთგულებასა და იდეალიზმს. ჩვენ ვართ
 სიმართლის მსახურები!

ახლა უკრაინის გამარჯვებების, უნგრეთში და სომხეთში რუსების დამარცხების, ევროპის და ამერიკის გააქტიურების ფონზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დამარცხებულის მენტალიტეტზე და გადავეწყოთ გამარჯვების ტალღაზე.

შემდეგ ნამდვილ თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვებენ ქართველი ხალხი და განახლებული ნაციონალური მოძრაობა!"- წერია საკაშვილის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics