|
2026-06-10 17:41:33, 1389 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
რუსეთი მზად არის გააღრმაოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან კარნახი და უცხოელ პარტნიორებთან ითანამშრომლოს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. მზად ვართ გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამას სუფთა გულითა და ღია სულით ვაკეთებთ“, — განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, მოსკოვი „ღიაა თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის“ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. „თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის სასარგებლოდ, და მე დავამატებდი — თავისი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდაც,“ — განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)