00:48 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-10 18:19:25, 11444 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის სახელზე და ხელმოწერილია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის სახელით. წერილით ქართული მხარე სთხოვს, „უარყოს“ სადიგოვის 2024 წლის 12 ივლისის ექსტრადიციის მოთხოვნა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა გამოხატავს პატივისცემას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და აცნობებს, რომ გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, 2026 წლის 1 აპრილს, გამომძიებელმა გადაწყვიტა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ხათამხან ოღლუ სადიგოვის წინააღმდეგ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, რომ უარი თქვან საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 12 ივლისის მოთხოვნაზე აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შესახებ“, - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის, სამშობლოში დეპორტაციის ბრძანება 5 აპრილის დილით ადრე მიიღო. აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას ექსტრადიციის პატიმრობა მიესაჯა.

მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული შეხედულებების გამო იდევნებოდა და ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. პატიმრობაში ყოფნისას სადიგოვმა 141-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics