|
2026-04-06 21:24:08, 7044 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანის დელეგაცია ბიზნეს ცენტრში მიიღო. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილმა ალიევს საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და ორმხრივად მომგებიანია. მან აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობა, სატრანსპორტო დერეფნის მაქსიმალურად გამოყენების პოტენციალი და ხაზი გაუსვა, რომ მჭიდრო პარტნიორობა, ზოგადად, ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით სავსე ვითარებაში, ორივე ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა ღონე უნდა მიმართონ მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების შესანარჩუნებლად. შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობა და საქართველო-აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელებული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონული კავშირისთვის. ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ ღიაა აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში სწრაფად იზრდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)