|
2026-03-31 21:56:07, 4701 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში ირანის ელჩთან და რუს დიპლომატებთან ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმის უკანონობა განიხილეს
პროკრემლისტური “ევრაზიის ინსტიტუტის” ცნობით, თბილისში კონფერენციაზე ირანის ელჩთან და რუს დიპლომატთან ერთად იმსჯელეს ირანზე “ამერიკულ-ისრაული თავდასხმის უკანონობაზე”. ინსტიტუტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები, აღმოსავლეთმცოდნეები და ჟურნალისტები, ხოლო ირანის ელჩმა ალი სეიედ მოჯანიმ მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. დისკუსიაზე განიხილეს ომის გავლენა საერთაშორისო სამართალსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ასევე ირანის წინააღმდეგობის მიზეზები და ჰუმანიტარული შედეგები. მონაწილეების განცხადებით, ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და მას მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები აქვს. „როგორც ძირითადი დისკუსიის მონაწილეთა – პოლიტოლოგებსა და აღმოსავლეთმცოდნეებს, ისე დარბაზში მსხდომ მსმენელებს (საერთო ჯამში 50-მდე კაცი იყო შეკრებილი) ადგილი არ ჰქონია არანაირ აზრთა სხვადასხვაობას ირანზე ამერიკულ-ისრაული თავდასხმის უკანონობასთან და რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო პოლიტიკურ შედეგებთან დაკავშირებით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)