17:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 22:51:41, 2145 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს, მათ ომში მონაწილეობაზე საუბარი არ არის

უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს, მათ ომში მონაწილეობაზე საუბარი არ არის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, საუდის არაბეთთან და კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებებში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სამომავლო შეთანხმებაში საუბარი არ არის უკრაინელი სამხედროების ამ ქვეყნების დაცვაში მონაწილეობაზე.

,,დღეს არ ვსაუბრობთ ასეთ დეტალებზე. გარდა ექსპერტიზაზე, წვრთნაზე, ერთობლივ წარმოებაზე, წარმოებასა და ინვესტირებაზე. ყველა ეს მიმართულება ამოქმედებული იქნება. რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს არ განვიხილევთ, რომ ისინი სხვა ომში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვემი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს ექსპერტიზას, როგორაა საჭირო თავის დაცვა, ეს სხვა საკითხია,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინამ კატართან გააფორმა, ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, კატარსა და უკრაინაშ ქარხნების აშენებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას.

“ანუ ამ 10 წლის განმავლობაში გვექნება ერთობლივი წარმოება, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კატართან გაფორმებული შეთანხმება ანალოგიურია იმისა, რომელიც აქამდე საუდის არაბეთთან გაფორმდა, და უახლოეს მომავალში ანალოგიური შეთანხმება გაფორმდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics