|
2026-03-28 19:26:29, 1688 ნახვა
პოლიტიკა
TOK TV: სავარაუდოდ ნაცემია ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 28 მარტს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, "ქართული ოცნებიდან" ჰამბარცუმ ბაბოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოცემა TOK TV წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაღალჩინოსანს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ დაესხნენ თავს. ადგილობრივი მედია წერს, რომ მათი წყაროს მონაყოლის თანახმად, "ქართული ოცნების" წევრი მის მიერ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლისთვის დასმული შეკითხვის გამო "დაისაჯა". უფრო კონკრეტულად, TOK TV-ის თანახმად, გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს ჰკითხა, აღადგენს თუ არა ახალციხის საკრებულო სომხური სასაფლაოს ავარიული კედელს წელს? გამოცემის ცნობით, არქიტექტურის სამსახურის წარმლამდგენლემა, ქეთევან თედორაძემ ბაბოიანს გუშინ საკრებულოს სხდომაზევე უპასუხა, რომ არა. მისივე თქმით, წელს ახალციხის მერიის ბიუჯეტში, სომხური სასაფლაოს რეაბილიტაციის ფული არ აქვთ გათვალისწინებული. საკრებულოზე ამ განხილვიდან, მეორე დღეს, 28 მარტს, სხდომის დასრულების შემდეგ, ჰამბარცუმ ბაბოიანს, მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოცემა წერს, რომ მიზეზი მერიის წარმომადგენლისათვის კრიტიკული კითხვის დასმა გახდა, მით უფრო, რომ ჰამბარცუმიანი “ქართული ოცნების” რიგებიდანაა. ბაბოიანი ცემის ფაქტს არც დაადასტურებს და არც უარყოფს. TOK TV წერს, რომ ისინი ასევე დავუკავშირდით, წყაროს მიერ ნახსენებ პირს, რომელმაც სავარაუდოდ იძალადა ბაბოიანზე. გამოცემის ცნობით, ის მომხდარს უარყოფს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)