|
2026-03-16 19:55:18, 2386 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე უარს ამბობს ჰომოფობიური ე.წ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებაზე
არ ვაპირებთ გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს, - ამის შესახებ ივანიშვილის დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში არის საკითხები, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული. „როცა საქმე ეხება არჩევნებში გამოვლენილ პრაქტიკულ ხარვეზებს, ამაზე ბუნებრივია, მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. რაც შეეხება გადაცდომების პრევენციას, ესეც არის ის, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, მაგალითად, ტერმინი წამება გამოიყენება, როდესაც თავადვე აცხადებს ავტორი, რომ წამება არსად არ დაუდგენია. საუბარია იგივე კამიტზე და ა.შ. ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება კანომდებლობას გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, ბუნებრივია, აქაც არ ვაპირებთ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს. საერთოდ არ არის ასეთი არგუმენტები წარმოდგენილი, იგივე ეხება სხვა პუნქტებსაც, მედიის სუბიექტურობას, შეკრების ნაწილში შემოღებულ რეგულაციებს და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)