|
2026-03-12 16:31:53, 3422 ნახვა
პოლიტიკა
ფაშინიანი: ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე მესაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის გაყინულ დიალოგზე ესაუბრა. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 12 მარტს მედიას განუცხადა. ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, იყო თუ არა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტში მისი განცხადება დაკავშირებული მის ბოლო ვიზიტთან თბილისში და იყო თუ არა ქართული მხრიდან თხოვნა ან მოწოდება, რომ ეს საკითხი ევროპელი პარტნიორების წინაშე დაეყენებინა. „ქართული მხრიდან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომლის გარშემოც ვმუშაობთ. ჩემი წუხილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იმიტომ გავაჟღერე, რომ ჩვენ მართლაც შეშფოთებულნი ვართ იმ ვითარებით, რაც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებშია და ეს ჩვენც გვაწუხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)