|
2026-01-27 15:20:31, 1180 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე” რეგისტრაცია გრძელდება
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში რეგისტრაცია 3 თებერვლამდე გრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge. ლიდერატორის პროგრამა 8 თვე გრძელდება. ის ანაზღაურებადია და აერთიანებს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ახლოდან გაეცნონ ბანკის მუშაობის პროცესს და იმ პროდუქტების შექმნას, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები. 2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:
ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)