22:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-14 15:46:24, 1024 ნახვა

საზოგადოება
ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული

მოძრაობა "ფერეიდნიდან საქართველომდე" - ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვით აიათოლას ძალადობრივ რეჟიმს ფერეიდნელი ქართველები ეწირებიან.

მათივე ინფორმაციით,   ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული

"შემაძრწუნებელი ცნობა ირანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისას ფერეიდნელი ქართველების დახოცვის შესახებ.

ღრმა მწუხარებითა და შეშფოთებით გაცნობებთ, რომ ირანში ინტერნეტის, ტელეფონისა და კავშირგაბმულობის სრული ბლოკადის პირობებში, ბოლო დაპირისპირებების შესახებ მოპოვებული მწირი ინფორმაციით, ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული.

მოკლულთა შორის არის უკიდურესად შემაძრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევა: პირდაპირი ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა. ეს სისასტიკე არა მხოლოდ უზომო ტკივილს, არამედ უდიდეს აღშფოთებასა და რისხვას იწვევს ამ აშკარა დანაშაულის მიმართ.

ხაზგასასმელია, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული; იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. არსებული ვითარებისა და გაწყვეტილი კომუნიკაციების გათვალისწინებით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია. ამ დროისთვის არანაირი სარწმუნო ინფორმაცია არ მოგვეპოვება თავად ფერეიდნისა და სხვა ქალაქების, მათ შორის თეირანის მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აორმაგებს."- წერს მოძრაობა "ფერეიდნიდან საქართველომდე"

ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics