04:39 - 15 Aug, 2026
|
2026-01-02 11:47:19, 1164 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს
საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, - ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, პერიოდის გახანგრძლივება საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულმა მოთხოვნამ განაპირობა. „დაანონსებული გვქონდა, რომ საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა, დიდია მოთხოვნა საზოგადოების და მეწარმეების მხრიდან. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საახალწლო სოფლის ფუნცქიონირება. 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება აქტივობები - წარმოდგენებით, კონცერტებით და ა.შ გელოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატებები წინსვლა, სიხარული და სიყვარული ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)