|
2025-12-17 20:12:41, 17921 ნახვა
საზოგადოება
1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება და მეპატრონეს შეუძლია ძაღლი გაასეირნოს საბელის გამოყენებით
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ძაღლის მეპატრონეები ვალდებულნი იქნებიან საკუთარი ძაღლები გაისეირნონ აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით. „ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ, დადგენილია ალტერნატიული პირობები, კერძოდ, მეპატრონეს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია, ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით", - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე საქართველოში წლებია მოქმედებს. ამ წესის დარღვევისათვის სანქციის სახით გათვალისწინებული იყო ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, 2023 წელს განხორციელებული ცვლილებებით კი ჯარიმა გაიზარდა 150 ლარამდე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღნიშნული ჯარიმა უცვლელი რჩება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)