23:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 13:22:13, 2093 ნახვა

საზოგადოება
პირადობებს 2026 წლიდან მოქალაქის თითის ანაბეჭდი, CAN კოდი, QR კოდი დაემატება

საქართველოს მოქალაქის პირადობისა და პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის - კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და ის პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. კანონის ძირითადი ნაწილი, რომელიც ახალი თაობის დოკუმენტებს შეეხება, 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

 დაგეგმილი ცვლილებებით ელექტრონული პირადობის მოწმობებსა და პასპორტებს დაემატება ახალი ელემენტები: 

თითის ანაბეჭდი: პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე სავალდებულო გახდება თითის ანაბეჭდის დატანა.

CAN კოდი (Card Access Number): დაემატება სპეციალური კოდი, რომელიც გამოყენებული იქნება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემების ამოკითხვისთვის. ეს ფუნქცია ასევე დაემატება პასპორტებს.

QR კოდი: პირადობისა და ბინადრობის მოწმობაზე დაიტანენ QR კოდს. ეს მოქალაქეს, მისი თანხმობით, საშუალებას მისცემს, ინფორმაცია გადაამოწმოს საკუთარი სტატუსის შესახებ (მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის ან სტუდენტის სტატუსი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics