09:52 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-22 18:20:45, 2059 ნახვა

საზოგადოება
წინ და წინ - ფინანსობანა - პირველი საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს"  ინიციატივით და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანა" - სთან ერთად შეიქმნა საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ. 

პირველი სპექტაკლი, ბათუმში, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით გაიმართა.

აღნიშნული  სპექტაკლები   22, 23,  29 და 30 ნოემბერს  ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისის, გორის, თელავისა და ბორჯომის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის  გაიმართება. 

თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟები მაყურებლებს ცოდნას აუმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება.

სპექტაკლებს დაესწრებიან იმ სკოლების მოსწავლეები, რომელთა მასწავლებლებიც 2025 წელს "ფინედუს" პროექტებში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდნენ.

ფინანსური განათლების ამაღლება საინტერესო, სახალისო და ინოვაციური გზებით უკვე ტრადიციად იქცა და ამ მიმართულებით სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა. „თამაშობანას“ შემოქმედებითი გუნდის ჩართულობითა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით გასულ პერიოდში შემუშავდა მხიარული კომიქსები და სამაგიდე თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“. გარდა ამისა, "ფინედუს" გუნდის მიერ შემუშავდა არაერთი სამაგიდე თუ საგაკვეთილო თამაში, შეიქმნა ბეჭდური მასალები - კროსვორდები, ფაზლები, საბარათე თამაშები და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics