|
2025-08-03 11:57:04, 1954 ნახვა
სამართალი
პოლიციამ უკრაინაში მებრძოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის სახლში - მაზმიშვილების ოჯახში პოლიცია გამთენიისას შევიდა. უკრაინიდან დაბრუნებული ლევან მაზმიშვილის, მამა მირიან მაზმიშვილი "პირველებთან" ჰყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული წარმომადგენლები საცხოვრებელ სახლში გამთენიისას, ფანჯრებიდან გადაძვრნენ და ავეჯი გაანადგურეს. არსებობდა სასამართლოს განჩინება, თუმცა რა საფუძვლით შევიდნენ ლევან მაზმიშვილის სახლში ჩხრეკაზე ეს უცნობია. წაღებულია ერთადერთი იარაღი - სანადირო თოფი. ოჯახი ამბობს, რომ ისიც გაფორმებულია. 02:30 საათზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღით და დაიწყევს ჩხრეკა - "თქვენით გამოაჩინეთ იარაღიო", არ ვიცი რა იარაღს ეძებდნენ. ჩვენ ერთი, კანონიერად გაფორმებული, სანადირო თოფი გვაქვს და ისიც წაიღეს. ყველაფერი მესმის, ორდერი ჰქონდათ და სახლი გაჩხრიკეს, რა საფუძველი ჰქონდათ არ ვიცი. გაჩხრიკეს გავიგე, მაგრამ ეს ავეჯი რატომ დამილეწეს? ვარიანის პოლიციის უფროსი, ამ საწოლში ჩაწვება?! ჩემი შვილი უკრაინაში იბრძოდა, ტერორისტი კი არ არის - 2008 წელს აქ იბრძოდა, ჩემთან იყო აფხაზეთის ომშიც. მეც ომის ვეტერანი ვარ, რა დავაშავეთ, ქვეყანას ვემსახურებით"- თქვა მირიან მაზმიშვილმა. პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლება-მოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გენერალურ ინსპექციას ოჯახმა უკვე მიმართა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)