|
2025-07-29 17:30:28, 2075 ნახვა
სამართალი
თავდაცვის სამინისტროს მითვისების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ წინასწარი პატიმრობის საკანში გადასცა.
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სიძეს, ვასილ მხეიძეს, უკანონო მითვისების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. მისი თქმით, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, არსებობდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი. პროკურორის თქმით, დაკავებულებმა არაერთხელ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და, კანონით გათვალისწინებული მოსალოდნელი სასჯელის შიშით, რომელიც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაძლოა, მიიმალონ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ღუდუშაურს და გიორგი ხაინდრავას ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ჯგუფურ ქურდობაში, ხოლო ვასილ მხეიძეს - ქურდობაში დახმარებასა და წაქეზებაში. ბრალდების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის სიძის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შეძენისას განზრახ შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, აპარატის რეალური ღირებულება გაიზარდა, რის შედეგადაც ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1,333,728 ლარი მიითვისეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)