18:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:37:25, 394 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: კარასინის ადგილას, მე ასე არ მოვიქცეოდი

 „გრიგორი კარასინის ადგილას, მე ასე არ მოვიქცეოდი და ამგვარი განცხადების გაკეთებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ  პრაღაში  გამართული შეხვედრის დაწყებამდე კარასინის  მიერ გაკეთებულ  განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

„სხვა საქმეა რომ ბატონ კარასინის ადგილას, მე ასე არ მოვიქცეოდი და ამგვარი განცხადების გაკეთებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი. ამის თაობაზე აუცილებლად მექნება მასთან საუბარი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა პრაღაში  აბაშიძე-კარასინის ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics