18:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:27:27, 618 ნახვა

პოლიტიკა
იტალიაში საქართველოს საელჩო რომში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს

იტალიაში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ინფორმაციის თაობაზე საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოც.

„იტალია პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია იტალიის რესპუბლიკაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც ადგილზე ამოწმებს აღნიშნულ ინფორმაციას. ასევე აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩო“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics