|
2025-07-07 23:15:17, 2634 ნახვა
სამართალი
გიორგი რამიშვილი 70 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 70 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდებული, გიორგი რამიშვილი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დეპოზიტის გადახდის ბოლო ვადა 30 დღე იყო განსაზღვრული. წინასასამართლო სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნინო ციხისელმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების არჩევის საფუძველია გონივრული ვარაუდი, რომ არსებობს გაქცევის რისკი მკაცრი სასჯელის შიშის გამო. თუ ბრალდებული გათავისუფლდება, ის ახალ დანაშაულს ჩაიდენს. ბრალდებული არ პატივს სცემს კანონს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ის ხშირად იხდის ჯარიმებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ, მან არ სცადა დამალვა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ეს მიუთითებს, რომ ის კანონმორჩილი ადამიანია. ადვოკატმა ბრალდებულისთვის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრებისა და სასამართლო დარბაზიდან მისი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)