|
2025-07-04 13:01:51, 1023 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილმა დაადასტურა, როეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ. ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. "არა, არაფერს მხარი არ დაუჭერია. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეზინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენი მხარდაჭერა მას არ აქვს, თუმცა, თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონის და უკრაინის დელეგაციის, ასევე ცნობილი ჯგუფების - უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია, რომ ასე უნდათ დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ის ნახევარი წინადადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი არანაირი მხარდაჭერა არ ექნებოდა", - ამბობს ის. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეზოლუციის კრიტიკის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ მას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია სხდომაზე ქართული ოცნების წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა დეკლარაციაში შევიდა მოწოდება სირიის მთავრობისადმი, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)