|
2025-07-04 08:53:31, 839 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული
საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ ქართული საზოგადოების რეაქციაა პირველ რიგში მთავარი. დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული. მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დაკარგა ის მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალურად მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ ან ასეთი ან ისეთი შეფასება, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის, თუ რა რეალობაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა. ვიღაცებს სურდათ, რომ ამ დემოკრატიული სისტემისთვის შეექმნათ უხეში წინააღმდეგობა, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველა გამოწვევას უპასუხა. იყო გარედან მართული პროცესები, რევოლუციის ოთხი მცდელობა იყო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი იყო გარედან მართული, თუმცა საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ დაიცვა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)