|
2025-06-30 18:31:18, 1105 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ბიზნესებს სატენდერო გარანტიებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და სატენდერო გარანტიის მიღების პირობებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უზრუნველყოფის გარეშე, სატენდერო გარანტიით ბიზნეს მობილბანკიდან ისარგებლონ და დრო და რესურსები დაზოგონ. ამჯერად კი სატენდერო გარანტიის მიღების მსურველებს საქართველოს ბანკი 65%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. · თუ გარანტიის თანხა ≤ 5 000 ლარია – საკომისიო 35 ლარია (100 ლარის ნაცვლად); · თუ თანხა > 5 000 ლარი და ≤ 10 000 ლარია – საკომისიო 100 ლარია (200 ლარის ნაცვლად); · თუ თანხა > 10 000 ლარი და ≤ 15 000 ლარია – საკომისიო 125 ლარია (250 ლარის ნაცვლად). მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან შეუძლიათ, რაც 1 საათზე ნაკლებ დროს მოითხოვს. გარდა ამისა, ტენდერის დასრულებამდე ბიზნესს არ უწევს თანხის ანგარიშზე გაჩერება, რაც მათ ტენდერებში მონაწილეობისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს. „საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების განვითარება და მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ვავითარებთ ციფრულ, სწრაფ და მოსახერხებელ სერვისებს, როგორიცაა სატენდერო გარანტია ბიზნეს მობილბანკში შეღავათიანი პირობებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში . სატენდერო გარანტიაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)