18:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 18:43:45, 492 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვადასტურებ თურქეთის ხელისუფლებისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში

საქართველოს პრეზიდენტი სტამბულში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"შეძრწუნებული ვარ თურქეთში, ქალაქ სტამბულში, მომხდარი მორიგი ტერორისტული აქტით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. ქართველი ხალხის სახელით თანავუგრძნობ მეგობარ თურქ ხალხს და ვადასტურებ თურქეთის ხელისუფლებისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, სტამბოლში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 36 კი, დაშავდა. აფეთქება სტამბოლის ქუჩა ისტიკლალზე, სავაჭრო ცენტრტან ახლოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics