|
2025-06-19 11:31:06, 1049 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი x ვერე - თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
თიბისი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ მხარდამჭერი გახდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბრენდი ქალთა სპორტის გაძლიერების გზაზე დგამს; სადაც თანადგომა, მხარდაჭერა და დაჯერების ძალა მთავარი ღირებულებებია. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ვერე“ 2022 წელს, თბილისში დაარსდა. 2023 წელს, გუნდმა სადებიუტო სეზონი ჩაატარა ლიგა 2-ში და ღირსეული ასპარეზობა15 გუნდს შორის მესამე ადგილზე დაასრულა. 2025 წლიდან, „ვერე“ უკვე საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის ბინადარია. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის ფეხბურთელების აღზრდა და განვითარებაა. ასევე, აკადემიის გაძლიერება და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და მხარდაჭერა. კლუბი ქმნის სივრცეს, სადაც მიზნების მიღწევა ყველას შეუძლია. ეს არის ადგილი, სადაც გოგონებს სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების. დღეს, „ვერეს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 18 ფეხბურთელია, დუბლშემადგენლობაში - 25; ხოლო აკადემიაში 20 მოზარდი გოგონა ვარჯიშობს. გუნდის სამწვრთნელო შტაბი კი, დაკომპლექტებულია უეფას ლიცენზირებული მწვრთნელებით. ამ ნაბიჯით, თიბისი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს ახალ თაობას; მათ ნებისმიერ სურვილსა თუ წამოწყებას. ახალი თაობა თიბისისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ინსპირაცია. გვჯერა, რომ გოგონებისთვის არ არსებობს საზღვრები, როცა მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სჯერათ. გვჯერა, რომ თითოეული გოგო, რომელიც მოედანზე გადის, თავისუფალ, თავდაჯერებულ მომავალს ქმნის და თიბისი ყოველთვის მხარს უჭერს თამამი მიზნებისკენ სწრაფვას.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)