|
2016-03-18 16:13:13, 404 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით, 18-20 მარტს გამართულ ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძე „ჰიბრიდული ომებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ" დახურულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. როგორც თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ბრიუსელის ფორუმის მიზანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ჩრდილო ამერიკასა და ევროპას შორის გლობალურ საფრთხეებზე ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაა. მისი განცხადებით, ეს არის გავლენიანი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების შეხვედრის პლატფორმა, რომელზეც გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ. ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ევროკავშირის ინსტიტუტების და წევრი სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირები, ამერიკელი კონგრესმენები, პარლამენტარები, მეცნიერები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ფედერიკა მოგერინი, იანს სტოლტენბერგი, დონალდ ტუსკი, ალექსანდრ ვერშბოუ, მარტინ შულცი. ფორუმის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა უსაფრთხოების შეფასება, უსაფრთხოების ღირებულებები-ტერორიზმთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანებში, ტრანსატლანტიკური ენერგოუსაფრთხოება, გლობალური ფინანსური კრიზისი, მიგრანტთა კრიზისის შედეგები ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის, რუსეთი, უკრაინა და ევროპის მომავალი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)