|
2025-06-16 18:32:12, 955 ნახვა
ეკონომიკა
„რას ფიქრობ?" — ლიბერთიმ, სამომხმარებლო სესხების საზაფხულო შეთავაზება დაიწყო
ლიბერთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საზაფხულო კამპანიას 'რას ფიქრობ?' იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს კონკურენტულ პირობებს სთავაზობს. სესხის მაქსიმალური ლიმიტია 80,000 ლარი, ხოლო სესხის ვადა 4 წლამდე განისაზღვრება. სესხის აღება, სასურველი თანხის დამტკიცება ან არსებული სესხის თანხის გაზრდა მარტივად, ბანკში ვიზიტის გარეშეც არის შესაძლებელი ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან შემოსავლების დადასტურების გამარტივებული პროცესით სარგებლობა შეუძლიათ ლიბერთის როგორც ახალ, ასევე არსებულ მომხმარებლებს. „ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები ბაზარზე ყოველთვის კონკურენტულია და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის სურვილებზე. ზაფხული, როგორც წესი, უფრო აქტიური პერიოდია ფინანსური საჭიროებების კუთხით, იქნება ეს დასვენება, მოგზაურობა, გასართობი აქტივობები თუ საოჯახო ხარჯები. „რას ფიქრობ?" კამპანიის შეთავაზება განსაკუთრებით დროულია ზაფხულის სეზონისთვის და ბევრ ადამიანს დაეხმარება ფინანსური გადაწყვეტილებების კომფორტულად მიღებაში." - დავით სულუაშვილი, ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არაუზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, მათ შორის საზოგადოებრივ სახლებში არსებულ ფილიალებსა და მობილურ სერვის ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)