19:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 15:51:50, 487 ნახვა

პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: სიტყვა "პიდარასტი" არ მიხსენებია, მე ვთქვი ლგბტ პირები

ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე "იდენტობის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას დისკრიმინაციულ გამონათქვამს უარყოფს.

როგორც ნიშნიანიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მან ლგბტ პირი გამოიყენა:

"მითხრან, სად გამოვიყენე ასეთი სიტყვა, მე ვთქვი ლგბტ პირები. ცუდი არაფერი მიხსენებია. მომიტანეთ ჩანაწერი, სად ვთქვი და როგორ ვთქვი, ჩემს ნათქვამს თქვენ მისწორებთ? მომიტანეთ ვიდეო მაშინ. არავითარი დისკრიმინაციული არ მითქვამს", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" ომარ ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის პარლამენტთან "იდენტობის" ორგანზიებით აქცია მიმდინარეობს. ისინი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობაა.

"იდენტობის" აქციას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე ასე გამოემხაურა: "პარლამენტთან „პიდარასტების“ აქციაა? ამას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა, არც დამესიზმრებოდა, თუ ქუთაისში, ჩემს სახლის წინ, ამას მოვესწრებოდი", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics