|
2025-06-16 15:12:10, 973 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
თიბისი IT აკადემია, ყველაზე მოთხოვნადი კურსების გავლას, უფასოდ სთავაზობს მათ, ვინც ფიქრობს რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია. 16 ივნისიდან, თიბისი IT აკადემიაში რეგისტრაცია იწყება ოთხ მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებაზე: · DevOps · Frontend Development (Angular) პროგრამები განკუთვნილია, როგორც დამწყები ენთუზიასტებისათვის, ისე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ კომპეტენციების გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიებში. რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება 26 ივნისის ჩათვლით, ხოლო 27 ივნისს მიღება კიდევ ერთ კურსზე (Android Development) გაიხსნება. აკადემიის კურსებზე მოხვედრა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც არის 18 წლის ან მეტის და აკმაყოფილებს კონკრეტული კურსისთვის დაწესებულ წინაპირობებს. დეტალური ინფორმაცია კურსების წინაპირობების შესახებ გთხოვთ იხილეთ ბმულზე. თიბისი IT აკადემიის ონლაინ სწავლების ფორმატი ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის მთელი ქვეყნის მასშტაბით და აქტიურად უწყობს ხელს რეგიონების IT ეკოსისტემის განვითარებას. კურსების ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდე მერყეობს. ინდუსტრიის წამყვანი ტექ-ლიდების მენტორობით სტუდენტები სწავლობენ და ეცნობიან რეალურ სამუშაო გარემოს მოთხოვნებს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს როგორც ტექნიკური, ისე რბილი უნარების განვითარებას, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ როგორც თიბისი ჯგუფში ისე წამყვან ტექნოლოგიურ ორგანიზაციებში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)