|
2025-06-10 18:39:25, 1242 ნახვა
სამართალი
რეზო კიკნაძე - სრული ვაქხანალიაა ქვეყანაში და ზოგიერთი პარტია ამბობს, რომ არჩევნებში უნდა გავიდეს, რისი იმედი აქვთ?
19-20 წლის სტუდენტ გოგოებს იჭერენ ამის გამო ციხეში და ერთი თხოვნა მაქვს - რაღაცას თუ მომისჯით, იმაზე 12 დღე დამიმატოთ, რადგან “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” - ამის შესახებ აქციების პერიოდში დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ისეთი განუკითხაობა ხდება და იმდენ ადამიანს იჭერენ, მდგომარეობა საბჭოთა კავშირისგან უკვე აღარ განსხვავდება. “ბოლო პერიოდში ხშირად მიფიქრია, რომ მგონი სჯობს, მოგვისაჯონ, ვინაიდან, ეს ხალხში ისევ გააღვივებდა პროტესტს და ხალხს გარეთ გამოიყვანდა. განუკითხაობა ხდება უკვე ქვეყანაში, ყველა კუთხეში უსამართლობაა. როგორც უნდათ, ისე იჭერენ ხალხს, მიზეზიც არ სჭირდებათ. ვიღაც არ მოეწონებათ - გაუშვებენ ციხეში. იჭერენ საუბრის გამო, დგომის გამო, მედიებს ატერორებენ უკვე და ცენზურას უწესებენ. შეიძლება, მედიებიც აღარ გვქონდეს მალე. კრიტიკაც კი სისხლის სამართლის დანაშაული გახადეს, საბჭოთა კავშირისგან რა განგვასხვავებს, არ ვიცი. სრული ვაქხანალიაა ქვეყანაში და ამის ფონზე, ზოგიერთი პარტია გამოდის და ამბობს, რომ პროტესტი და ბოიკოტი გვერდით უნდა გადავდოთ და რაღაც არაფრის მომცემ, უმნიშვნელო არჩევნებში უნდა გავიდეთ. ბოიკოტის მერე რა ხდებაო, ასეთი კითხვები იყო გარეთ და ჩემი აზრით, ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ითხოვ და თუ იმ რაღაცას არ გისრულებენ, ისევ ბოიკოტში რჩები, სანამ არ შეგისრულებენ და უფრო მძაფრ ხასიათს იღებს ეს ბოიკოტი. მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებს თან, რომელთაც ამომრჩეველი კიდევ უფრო დააკლდებათ ამ მოღალატეობრივი და “ქართული ოცნების” წისქვილზე წყლის დამსხმელი ქმედებით, რისი იმედი აქვთ? 19-20 წლის სტუდენტ გოგოებს იჭერენ ამის გამო ციხეში და ერთი თხოვნა მაქვს - რაღაცას თუ მომისჯით, იმაზე 12 დღე დამიმატოთ, რადგან “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!”, - განაცხადა რეზო კიკნაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)