|
2025-06-02 14:34:44, 644 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო
ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო - თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოში ე.წ. FARA-ს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. სახალხო დამცველის თქმით, ის დააკვირდება, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული კანონი საქართველოში შეზღუდვებს. „როდესაც გამჭვირვალობის კანონი დაინიცირდა, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონმდებლობის არსებობა კონკრეტული ადამიანების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს. ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც, თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს კანონმდებლობა იმოქმედებს, საქართველოს ვგულისხმობ, ჩვენ დავაკვირდებით, ამ კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონმდებლობა მიემართება. ასეთს თუ ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, მე, როგორც სახალხო დამცველი, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)