|
2025-05-31 12:27:09, 1490 ნახვა
სამართალი
რომში ე.წ კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს
ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნის ქვეშ იმყოფებოდა, რომში, ჩამპინოს აეროპორტში დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. ირკვევა, რომ "ლავასოღლი" იტალიის პოლიციის მობილურმა რაზმმა 22 მაისს გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში ჩაჯდომისას დააკავა. ინფორმაციის თანახმად, მინდია გორაძეს კრიმინალური გაერთიანების წევრობას და გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებიან. "კანონიერი ქურდი" რეჯინა კოელის ციხეშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, საერთაშორისო ძებნილი, 42 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" ლავასოღლი დააკავეს. ლავასოღლი ტირანაში უკრაინელი მოქალაქის ყალბი პასპორტით სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა. ლავასოღლი ეჭვმიტანილი გახლდათ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობაში, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის უნებართვოდ შენახვაში, თუმცა როგორც ჩანს, მაშინ გისოსებს თავი დააღწია. მინდია გორაძეს 2016 წელს ქართულმა სასამართლომ ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვისა და ძალადობისთვის 12 წელი შეუფარდა, თუმცა მაშინ სასამართლომ საქმის განხილვა 9-თვიან ვადაში ვერ დაასრულა და ლავასოღლის გათავისუფლება მოუწიათ. მან საქართველო მალევე დატოვა და თურქეთში გადავიდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)