|
2025-05-20 14:34:49, 1313 ნახვა
ეკონომიკა
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მეორედ იმართება. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს 14 ივნისს, ექვს კატეგორიაში დაასახელებს. „ელისოს“ დაარსების დღიდან, კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და სიტროენი. მხარდამჭერები - სარაჯიშვილი, რუმს ჰოტელი და ვაზისუბნის მამული. წელს, „ელისოს“ შთამბეჭდავი ჟიური ჰყავს, გთავაზობთ მცირე ინფორმაციას: აგნეშკა ჰოლანდი - პოლონელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. ელენე ნავერიანი - რეჟისორი/სცენარისტი. Swiss Film Awards-ისა და სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის - „შაშვი შაშვი მაყვალი“. 2024 წლის „ელისოს“ საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული. ტომას ჰაკიმი - პროდიუსერი საფრანგეთიდან. 2024 წლის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმის პროდიუსერი. ანგელიკი პაპულია - ბერძენი მსახიობი და თეატრის რეჟისორი. სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი. დიტო ცინცაძე - რეჟისორი/სცენარისტი. ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის, სან-სებასტიანის ოქროს ნიჟარის და თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს არაერთგზის მფლობელი. შეგახსენებთ, რომ პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტია, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნების, განსაკუთრებით კი, კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)