17:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 16:43:24, 443 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: რუსმა პოლიტიკოსებმა პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დასტაბილურდეს, თუმცა ეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და დასავლური ორიენტაციის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

"საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას, რუსმა პოლიტიკოსებმა ალბათ პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს ყურადღება უნდა მიაქციონ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელ რეჟიმშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე - კარასინის შეხვედრის დაწყებამდე, რუსმა დიპლომატმა თბილისის მისამართით ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ლავროვის მოადგილის თქმით, მთავარი საფრთხე საქართველოში მოახლოებული არჩევნები და ანტირუსული რიტორიკაა. გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics