|
2025-05-13 13:28:33, 897 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ბიზნეს სესიები გაიმართება
საქართველოს ბანკი, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობას იწყებს. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ბიზნეს სესიებს გამართავენ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები გაუძღვებიან. დასწრება ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ასევე დამწყები მეწარმეებისთვის თავისუფალი იქნება. ბიზნეს სესიები აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება. პარტნიორობის ფარგლებში, ჯამში 6 სესია გაიმართება. ბიზნეს სესიები აუდიტორიას დაეხმარება, სწორად და სიღრმისეულად შეაფასონ იდეა, რომელსაც შემდგომში ბრენდად აქცევენ, აირჩიონ ოპტიმალური იურიდიული ფორმა, იპოვონ კონკურენტული უპირატესობა, მოიძიონ ფინანსები და რესურსები. შექნან საუკეთესო გუნდი, რომელიც ბიზნესის გაციფრულებაში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება. იხილეთ ბიზნეს სესიების განრიგი:
პირველ სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)