10:56 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 17:55:15, 1087 ნახვა

ეკონომიკა
ევროპული თავგადასავლები „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ სერიებში - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საზღვარგარეთული ტურით გრძელდება. ის ორ ქვეყანასა და სამ ქალაქს მოიცავს - სტამბოლს, ჰაიდენჰაიმსა და ბერლინს. განსხვავებული ადამიანები, საინტერესო ლოკაციებზე - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, გადაცემა მაყურებელს რესპონდენტების ისტორიებში სამოგზაუროდ იწვევს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

ევროპული თავგადასავლების 6 ეპიზოდში მაყურებელი სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს შეხვდება. მოისმენს მათ პასუხებს საინტერესო და  დამაფიქრებელ, ცხოვრებისეულ კითხვებზე, რომელიც რეტროსპექტივისკენ, ახალი აღმოჩენებისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ გვიბიძგებს.

“სტუმრების დიდ ნაწილს მაყურებელი იცნობს, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, რომ მათი ყოველდღიური, საზღვარგარეთული ცხოვრება გვეჩვენებინა; გვენახა ის, თუ როგორები არიან ისინი ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში, რას ფიქრობენ, რას ქმნიან.

მაყურებლის ყურადღება შესაძლოა განსხვავებულმა პრიზმამაც მიიქციოს, რომლითაც დროებით თუ ხანგრძლივად ემიგრაციაში მყოფი ქართველები ხედავენ დღევანდელ საქართველოს. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, შრომობენ, ქმნიან და არ ჩერდებიან,”- დათო გორგილაძე.

ყოველი ეპიზოდი განსხვავებული მოგზაურობის ნაწილია. ექვსი გზა, რომელთაც რესპონდენტების მიერ განვლილი და გასავლელი თავგადასავალი აერთიანებს, და რომელთაგან ყოველს უკან, საქართველოსკენ მოვყავართ.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან  ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics