10:59 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 16:07:05, 1005 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილტარამ“ ახალი საწარმო გახსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით კომპანია „თბილტარამ“ მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ლითონის ბადეების საწარმო გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონი ლარია.

“თბილტარა 2023 წელს დაარსდა. კომპანია სხვადასხვა ლითონისგან, როგორებიცაა: სპილენძი, ვერცხლი, ლატუნი, ტიტანი, ალუმინისა და მოთუთიებული ლითონისგან ბადეებს აწარმოებს, რომელიც  სხვადასხვა დარგის წარმოებაში გამოიყენება. მათ შორის — მანქანათმშენებლობასა და ავიამშენებლობაში, ფილტრების, ავეჯის ელემენტებისა და მრავალი საბოლოო პროდუქციის წარმოებაში. საწარმო სოფ. ნატახტარში, სტრატეგიულ ადგილას, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმავალ გზაზე მდებარეობს, რაც პროდუქტის მიწოდების მოქნილობის და საქონლის ეკონომიურად ტრანსპორტირების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე ექსპორტისთვის. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რადგან ეს არამარტო ფინანსური რესურსით მხარდაჭერას, არამედ პროფესიონალების მიერ კონსულტაციის გაწევასაც გულისხმობს“ - განაცხადა ლევან ჩარკვიანმა, “თბილტარას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა.

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჯერად, ჩვენი ფინანსური ინვესტიციით, ნატახტარში ახალი საწარმო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ „თბილტარა“ პირველი მწარმოებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური და დიდი წარმადობის დანადგარებით, რაც მას სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს, არამხოლოდ საქართველოს ბაზარი აითვისოს, არამედ - ამიერკავკასიის მოთხოვნებსაც სრულად უპასუხოს. კომპანია სამომავლოდ ახალ პროექტს გეგმავს, რაც განსხვავებული წარმოებული პროდუქციის შექმნას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics