|
2025-03-27 08:56:57, 1468 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება
საზოგადოების დესტაბილიზაცია - ეს არის ის, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია. თუ ჩვენი პარტნიორები პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, პუტინს ამის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „საზოგადოების დესტაბილიზაცია - ეს არის ის, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია. მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ შეძლებს. ის თავად მოახდენს მასზე გავლენას. მისი ეკონომიკა მოახდენს გავლენას, სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. თუ ჩვენი პარტნიორები იქნებიან ისეთივე ძლიერები, როგორებიც არიან. თუ მოისურვებენ არა სუპერ ძალების დემონსტრირებას, არამედ, უბრალოდ, თავიანთი რეალური ძალების დემონსტრირებას, თუ პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, ამის ეშინია. ანუ პუტინს ამის ეშინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, არის კიდევ ერთი რამ, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია - ძალაუფლების დაკარგვის. „ეს დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე დამოკიდებულია მის ასაკზე. ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დამთავრდება. ანუ, მისი საკითხი შეიძლება დასრულდეს მანამ, სანამ ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. აი, რისი ეშინია მას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)