|
2025-03-18 09:23:52, 1144 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტაზე - რუსეთმა პირობების წამოყენება უნდა შეწყვიტოს
უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის სრულმასშტაბიან ომში, რომელსაც რუსეთი სამ წელზე მეტია აწარმოებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა. "უკრაინა მზადაა უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ გადავიდეს მის განხორციელებაზე, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პირობების წამოყენება", - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილა გუნდების მუშაობა უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების ჩამოყალიბებაზე. „საფრანგეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტულია და ჩვენ მას სრულად ვუჭერთ მხარს. ვაგრძელებთ მუშაობას და კოორდინაციას ვუწევთ შემდგომ ნაბიჯებს და კონტაქტებს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის საკითხზე რიგი ქვეყნების ლიდერების მიერ 15 მარტს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. ზელენსკის თქმით, ქვეყნების კოალიცია, რომლებიც მზად არიან უკრაინასთან ერთად იმუშაონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, იზრდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)