|
2025-03-07 15:37:45, 1390 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
გამოკითხვის მიხედვით, აშშ-სთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე, უკრაინელებს შორის ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. „კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ოვალურ კაბინეტში კამათის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნდობა თებერვლის პირველ ნახევარში არსებული 57%-დან 68%-მდე გაიზარდა. გამოკითხვის თანახმად, 2025 წლის თებერვლის პირველ ნახევარში უკრაინელების 57% ენდობოდა ზელენსკის, პრეზიდენტის ნდობას არ უცხადებდა 37%. 14 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში კი სახელმწიფოს მეთაურისადმი ნდობის დონე 67%-მდე გაიზარდა, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ზელენსკის არ ენდობა, 29%-მდე შემცირდა. გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტისადმი ნდობა შედარებით დაბალია უკრაინის აღმოსავლეთში, თუმცა უმეტესობა მაინც ენდობა ზელენსკის. გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრეზიდენტს ენდობა 60%, ხოლო არ ენდობა 36%. „კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1029 ადამიანმა. გამოკითხვა ჩატარდა უკრაინაში იმ მონეტისთვის მცხოვრებ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებთან. კვლევითი ცენტრის ცნობით, ასეთი გამოკითხვის დროს, ცდომილება არ აღემატება 4,1%-ს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)